"ბიჭები უბრალოდ ლაპარაკობდნენ" - ცნობილია ორი დაღუპულის ვინაობა, რომელიც საგარეჯოში მოკლეს
გუშინ, საგარეჯოში მოკლული ორი პირი, 30 წლამდე ასაკის ზაზა ჩიხლაძე და 35 წლამდე ასაკის დავით ნასრაძე, ერთმანეთის ბიძაშვილ-მამიდაშვილები არიან.
ინფორმაციას "პრაიმტაიმი" ავრცელებს.
ადგოლობრივების თქმით, ბიჭები ეზოში საუბრობდნენ, რა დროსაც სროლა ატყდა.
"ბიჭები უბრალოდ ლაპარაკობდნენ. აზრზე არ ვართ, ეს საშინელება საიდან მოიფიქრა. ამბობენ, მკურნალობდა კიდეცო და პრობლემები ჰქონდაო, მეუღლეც გაუგდია სახლიდან. თუ ავად იყო, სტაციონარში დაწოლილიყო, ეს რა ამბავი დაგვატეხა თავს, საშინელებათა ფილმში მგონია თავი, რომელი ვიგლოვოთ, აღარ ვიცით"- ამბობს ერთ- ერთი ადგილობრივი.
შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თავად თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, 49 წლის ნოდარ ათუაშვილი არის. შსს-ს ინფორმაციით, მან თავი მოიკლა.