ირაკლი ღარიბაშვილთან ევროკავშირში გაწევრების გზაზე ქვეყნის მიერ გადასადგმელი შემდეგი ნაბიჯები განვიხილეთ - რას ამბობს იოჰანეს ჰანი?
კარგი შეხვედრა მქონდა ირაკლი ღარიბაშვილთან მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ევროკავშირში გაწევრების გზაზე ქვეყნის მიერ გადასადგმელი შემდეგი ნაბიჯები განვიხილეთ, - ამის შესახებ ევროკომისარი ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის საკითხებში, იოჰანეს ჰანი „ტვიტერზე წერს.
„სასიამოვნო იყო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თემატურ დისკუსიაში მონაწილეობა "ევრაზიული შუა დერეფნის ბილიკიდან გზატკეცილად გარდაქმნის" საკითხზე, სადაც ჩემთან ერთად საუბრობდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და "ლიმაკ" ჰოლდინგის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ებრუ ოზდემირი. ეკვროკავშირისთვის დაკავშირებადობა და ევრაზიის შუა დერეფანი ყოველთვის უმნიშვნელოვანესი საკითხები იყო და არის რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის გასაზრდელად,“- აღნიშნულია „ტვიტში“.