"ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია, ვისთან ერთადაც მითამაშია, წარმოუდგენელი ტექნიკა აქვს" - რას ამბობს ოსიმენი "კვარაზე"?
"ნაპოლის" თავდამსხმელმა, ვიქტორ ოსიმენმა მისი თანაგუნდელის ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. ამის შესახებ მან გამოცემა Radio Kiss Kiss-სთან განაცხადა.
"ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელთან ერთადაც მითამაშია. წარმოუდგენელი ტექნიკა აქვს. თუმცა ვერ დავივიწყებ სხვა ძლიერ პარტნიორებსაც - ლორენცო ინსინიესა და დრის მერტენსს, მაგრამ "კვარა" ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და მიუხედავად ამისა, დაამტკიცა, რომ გუნდისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობისაა.
ეს მისთვის მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით, ბევრ გადაცემას მიკეთებს და მიხარია, რომ "ნაპოლიში" იზრდება და დიდი ფეხბურთელი ხდება. არ ვფიქრობ, რომ მისგან მეტის მოთხოვნა შეგვიძლია, თუმცა, იმედია, მომავალში უფრო მეტის გაკეთებას შეძლებს", - აცხადებს ვიქტორ ოსიმენი.