"ვისაც ხედავდა, ყველას ესროდა" - რას ყვებიან ადგილობრივები საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიაზე?
გუშინ, საგარეჯოში რუსთაველისა და კოსტავას ქუჩების კვეთაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან სროლა ღამის პირველი საათისთვის დაიწყო.
თავდამსხმელმა, ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი რამდენიმე მხრიდან გახსნა. დაღუპულია 6 ადამიანი, დაშავდა 5. დაღუპულთა შორის არის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი.
ადგილობრივის თქმით, თავდამსხმელი საათი და 40 წუთზე მეტი ისროდა.
"პირველი წუთებზე, რომ დაიწყო ძალიან დიდი ხანი გაგრძელდა, სავარაუდოდ, საათი და 40 წთ-ზე მეტი. მეზობლის ბიჭი გამორბოდა, რომელიც ფეხში იყო დაჭრილი, აქეთ კორპუსში ცხოვრობს, დაჭრილი იყო, კარები გამიღეთო. ყველას ესროდა აბსოლუტურად. ადამიანებს ვისაც კი ხედავდა ცოცხალს ყველას ესროდა“, - აცხადებს თვითმხილველი.
კიდევ ერთი ადგილობრივის თქმით, თავდამსხმელმა ადგილზე მისული სასწრაფო დახმარების მიმართულებითაც ისროლა.
"23:00 საათი იქნებოდა, სამსახურიდან დაღლილი მოვედი მოვედი, დავწექი და დავიძნე, სხვა არაფერი ვიცი. დილით დახოცილები დამხვდნენ, ჩემი დაზრდილი შილები არიან ეგენი, ჩემი გაზრდილები არიან სულყველანი. სასწრაფო მოვიდა და სასწრაფოს დააშინა ზევიდან... უმისამართოდ ისვრიდა, ხან იქიდან, ხან აქედან...", - ამბობს ადგილობრივი.
შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თავად თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, 49 წლის ნოდარ
ათუაშვილი არის. შსს-ს ინფორმაციით, მან თავი მოიკლა.