"პოლიციელმა მოქალაქე გადაარჩინა და თავად შეეწირა, აქეთ 4 მოქალაქე დაიღუპა, იქით მკვლელი და დგახართ და ჭორაობთ!" - ვის აკრიტიკებს ნათია ბერიძე?
ჟურნალისტი, ნათია ბერიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ კახეთში, საგარეჯოში მომხდარი ფაქტი არავინ იცის ტერორისტული აქტია, თუ არა.
"ტერორისტული აქტის კვალიფიკაციას რომ აძლევთ, თქვენით და დიდის მონდომებით! რომელი სამართალდამცავი,კანონმდებელი და გამომძიებელი თქვენ ხართ?! რა იცით თქვენ რა კვალიფიკაციაა! გარკვებით წერია 109 და 136 მუხლებია! რა ტერორისტი ხომ არ გააფრინეთ მართლა! ამხელა
ტრაგედია დატრიალდა და თქვენ როგორც “მოგეხოშებათ” ისეთ კვალიფიკაციას აძლევთ!!!!
პოლიციელმა მოქალაქე გადაარჩინა და თავად შეეწირა, აქეთ 4 მოქალაქე დაიღუპა, იქით მკვლელი და დგახართ და ჭორაობთ! აცადეთ გამოძიებას!", - წერს ბრიძე.
შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თავად თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, 49 წლის ნოდარ
ათუაშვილი არის. შსს-ს ინფორმაციით, მან თავი მოიკლა.