თეგებით ძიება

"პოლიციელი გმირია. ეს ბიჭი, მოქალაქეს გადაეფარაო" - რას წერს ჟურნალისტი?

ჟურნალისტი, ნათია ბერიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ კახეთში, საგარეჯოში დაღუპული პოლიციელი გმირია.

"პოლიციელი გმირია. ეს ბიჭი, მოქალაქეს გადაეფარაო და თავად დაიღუპა!", - წერს ნათია ბერიძე.

შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თავად თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, 49 წლის ნოდარ
ათუაშვილი არის. შსს-ს ინფორმაციით, მან თავი მოიკლა.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა