თეგებით ძიება

თავდამსხმელი სამხედროს დედა მონაზონია - ათუაშვილს ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია გაწყვეტილი ჰქონდა

საგარეჯოში თავდასხმის განმახორციელებელ სამხედროს ოჯახის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება. როგორც ირკვევა ნოდარ ..ის დედა მონაზონია.

როგორც ირკვევა, თავდამსხმელი კონფლიქტური პიროვნება იყო და ძმასთან და დედასთან კომუნიკაცია არ ჰქონდა.

მისი დედა ერთ-ერთ მონასტერში მონაზვნად არის აღკვცილი.

მისი მეზობლები ამბობენ, რომ ნოდარ ათუაშვილი საკუთარ ცოლზეც ფიზიკურად და ფისოქლოგიურად ძალადობდა.


შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თავად თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, 49 წლის ნოდარ
ათუაშვილი არის. შსს-ს ინფორმაციით, მან თავი მოიკლა.


წყარო - "ტვ პირველი"


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა