თეგებით ძიება

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და ეს ასე დარჩება - რას ამბობს ოთარ თოიძე?

ნევროლოგ, ოთარ თოიძის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და ეს ასე დარჩება, სანამ მას ადეკვატური მკურნალობის საშუალება არ მიეცემა.

„დღეს საუბარი იქნება პაციენტის ნევროლოგიურ სტატუსზე, მის დინამიკაზე, მიმდინარე მკურნალობაზე, სიმპტომთა ევოლუციაზე და იმ მდგომარეობაზე, რომელიც დღეს გვაქვს. დიაგნოზები მრავლად არის.

ალბათ, პროცესის შემდეგ მოგახსენებთ. ვფიქრობ, დღეს მნიშვნელოვანი წვლილი იქნება შეტანილი ექსპრეზიდენტის გათავისუფლების საქმეში. ძირითადი დიაგნოზი არის ტრავმული რეგენერაციული ცვლილებები, რომელსაც მისი ცენტრალური ნერვული სისტემა განიცდის. წარმოშობის მიზეზად ვასახელებთ შიმშილობას და შემდგომ მკურნალობის არათანმიმდევრულ პროცესს“, - განაცხადა თოიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა