თეგებით ძიება

"საგარეჯოში მომხდარ უმძიმეს დანაშაულზე დავსვათ მთავარი კითხვები: რატომ ჰქონდა იარაღი ამ ადამიანს?" - რას წერს იურისტი?

სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი, თამთა მიქელაძე საგარეჯოში მომხდარ დანაშაულს ეხმაურება და კითხვებს სვამს, რომელზეც პასუხს ჯერ არ არის გაცემული.

"მოდით საგარეჯოში მომხდარ უმძიმეს დანაშაულზე დავსვათ მთავარი კითხვები:
1. როგორია ყოფილი სამხედროების სოციალური დაცვის გარანტიები. რამდენია მათი პენსია და დასაქმების შესაძლებლობები?!

2. როგორია ყოფილი სამხედროების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის და მხარდაჭერის პროგრამები? ამ პროგრამების ხარისხი და მათში ჩართულობის
შედეგები? რას აკეთებენ ამ მიმართულებით სახელმწიფო და შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციები, ვინც საერთაშორისო მესიებში გზავნიან ამ ადამიანებს?

3. რატომ ჰჰქონდა იარაღი ამ ადამიანს და ამას ვინ და როგორ აკონტროლებს და რატომ ვერ გააკონტროლეს ამ შემთხვევაში?

4. ყოფილი სამხედროს მდგომარეობა და შესაძლო რისკები მასთან დაკავშირებით ჰქონდა თუ იდენტიფიცირებული თავდაცვის სამინისტროს და პოლიციას და რა კეთდებოდა ამის პრევენციისთვის?!

სამხედროების სხეულს, ფსიქიკას და მომავალს სახელმწიფოები ეპატრონებიან და ხშირად ართმევენ. ეს ტრავმის მაწარმოებელი სტრუქტურა და რეალობაა. მათზე გაორმაგებული სოციალური მხარდაჭერაა მნიშვნელოვანი და იქ სადაც ეს სისტემები მოშლილია, ძალიან მძიმე შედეგები შეიძლება დადგეს პირველ რიგში ამ ადამიანებისთვის და ცხადია, მათი ოჯახებისთვის, გარემოცვისთვის და თემისთვის.

სიტყვები არ მყოფნის აღვწერო იმ მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეების და პოლიციელის ოჯახებში რა ხდება. როგორი იყო მოკლული ადამიანების დაუცველობის განცდა დღევანდელ თავზარდამცავ ღამეს.

დაჭრილ ადამიანებს გადარჩენას და გამოჯანმრთელების ვუსურვებ.
ვუსამძიმრებ გადარცვლილების ოჯახებს", - წერს მიქელაძე.

შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თავად თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, 49 წლის ნოდარ
ათუაშვილი არის. შსს-ს ინფორმაციით, მან თავი მოიკლა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა