თეგებით ძიება

მამუკა მდინარაძე საგარეჯოში თავდასხმის შედეგად, დაღუპულების ოჯახებს უსამძიმრებს

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარეძე სოციალურ ქსელში საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა.

"წარმოუდგენელი ტრაგედია დატრიალდა საგარეჯოში. ვიზიარებ ყველა გარდაცვლილი ადამიანის ოჯახებისა და ახლობლების მწუხარებას. ვუსამძიმრებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სრულ შემადგენლობას გმირი პოლიციელის ოთარ ღვინაშვილის გარდაცვალების გამო და ქედს ვიხრი მისი ხსოვნის წინაშე! მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაშავებულ ადამიანებს!“, - წერს მამუკა მდინარაძე.

შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თავად თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, 49 წლის ნოდარ ათუაშვილი არის. შსს-ს ინფორმაციით, მან თავი მოიკლა.






თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა