თეგებით ძიება
20. 01. 2023 მსოფლიო

არ ვაღიარებთ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას - რას ამბობს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი?

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანის განცხადებით, ირანი არ აღიარებს რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას.

„ჩვენ ვეწინააღმდეგებით უკრაინაში ომს და ადამიანების იძულებით გადაადგილებას. მეორე მხრივ, ჩვენ ვაღიარებთ ქვეყნების სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო სამართლის ფარგლებში და ამ მიზეზით, თეირანსა და მოსკოვს შორის შესანიშნავი ურთიერთობების მიუხედავად, ჩვენ არ ვაღიარებთ ყირიმის უკრაინისგან გამოყოფას“, - განაცხადა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა