გოგოს თვალში აქვს მოხვედრილი ტყვია, დამლაგებელი ფეხშია დაჭრილი - ახალი დეტალები საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიაზე
საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიაზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა.
ადგილობრივები მომხდარს იხსენებენ.
"დაჭრილები არიან მაღაზიის თანამშრომლები. ბიჭს მუცელი აქვს გამოფატრული, გოგოს თვალში აქვს მოხვედრილი ტყვია, დამლაგებელი ფეხშია [დაჭრილი], გადაეფარა პოლიციელი და ის კიდე მოკლეს, ამ დროს დაიღუპა, რომ გადაეფარა იმ დამლაგებელს. სროლების ხმა იყო, კაკანებდა ავტომატებიო. სასწრაფო შემოსულა და სასწრაფოც არ შეუშვიათ. სასწრაფოსაც ესროლა", - ამბობს მაღაზიის თანამშრომელი.
შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თავად თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, 49 წლის ნოდარ ათუაშვილი არის. შსს-ს ინფორმაციით, მან თავი მოიკლა.