თეგებით ძიება

"საგარეჯოს კი არა, ალბათ ისტორიას არ ახსოვს ასეთი რამ..." - ვინ არიან ბიჭები, რომლებიც საგარეჯოში მოკლეს?

სოციალურ ქსელში, საგარეჯოს თავდასხმის დროს დაღუპულ მამაკაცთა ფოტოები ვრცელდება.

„საგარეჯოს კი არა ალბათ ისტორიას არ ახსოვს ასეთი რამ, რაც წუხელ დატრიალდა საგარეჯოში. ნათელი სანთელი თქვენ სულებს ბიჭებოო" - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი, გიორგი ივანელაშვილი.

ფო­ტო­ზე: და­ვით ნას­რა­ძე, ზაზა ჩიხ­ლა­ძე, ზაქ­რო მა­თი­აშ­ვი­ლი და ნო­დარ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი

შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თავად თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, 49 წლის ნოდარ ათუაშვილი არის. შსს-ს ინფორმაციით, მან თავი მოიკლა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა