სროლა ქობულეთში - სავარაუდოდ, დაჭრილია 1 ადამიანი
ქობულეთში, ე.წ. ქუჩური გარჩევას სროლა მოყვა. ამასთან, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად, საზოგადოებრივი ცენტრის შენობა დაზიანდა.
როგორც ცნობილია, სროლას წინ უძღოდა ე.წ. ქუჩური გარჩევა. შემთხვევის შედეგად, სავარაუდოდ, დაჭრილია ერთი ადამიანი.
დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
წყარო: "მთავარი".