"ოცეულიდან ორმა თავი მოიკლა, ერთმა ოთხი კაცი მოკლა, რამდენიმეს გული გაუსკდა... ესაა სამშობლოს მსახურების საზღაური" - რას წერს არჩილ ხოფერია სამხედროებზე?
ქართველი მეომარი, უკრაინაში მოკლული ჯამბულატ ხოფერიას მამა, არჩილ ხოფერია საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და სამხედრო მოსამსახურეთა შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
"ებრძოლე დემონს რომელიც აუცილებლად ჩაგისახლდება სულში...
ჩემი პირველი ოცეულიდან ორმა თავი მოიკლა ..ერთმა ოთხი კაცი მოკლა.. რამდენიმეს გული გაუსკდა ძალიან მალე..
ესაა სამშობლოს მსახურების საზღაური და ხშირად უკან დარჩენილი ხალხის დამოკიდებულების შედეგი სამწუხაროდ..", - წერს არჩილ ხოფერია.
შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თავად თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, 49 წლის ნოდარ ათუაშვილი არის. შსს-ს ინფორმაციით, მან თავი მოიკლა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.