"გამორჩეულად ლაღი, ღიმილიანი, სითბოთი და სიკეთით სავსე" - საგარეჯოში გარდაცვლილებიდან ერთ-ერთი, წითელი ჯვრის მოხალისე იყო
"საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება" სოციალურ ქსელში საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახებს, მეგობრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
გარდაცვლილებიან ერთ-ერთი, ზაქრო მათიაშვილი წითელი ჯვრის მოხალისე იყო.
"საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საგარეჯოში მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო, რომელმაც ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ვუსამძიმრებთ ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს.
გარდაცვლითა შორის არის ზაქრო მათიაშვილი, გამორჩეულად ლაღი, ღიმილიანი, სითბოთი და სიკეთით სავსე, იმედიანი, ერთგული, მებრძოლი და სიცოცხლისმოყვარული, ჩვენი დიდი ოჯახის ღირსეული წევრი, სამაგლითო მოხალისე საგარეჯოდან
მადლობა რომ მუდამ იყავი ჩვენს გვერდით ჭირსა თუ ლხინში“, - წერია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თავად თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, 49 წლის ნოდარ ათუაშვილი არის. შსს-ს ინფორმაციით, მან თავი მოიკლა.