თეგებით ძიება

"შევედი მაღაზიაში და შესვლის მომენტში მომხვდა ფეხში" - რას ამბობს საგარეჯოში სროლისას დაჭრილი?

"გირჩი - მეტი თავისულფბის“ წევრი, ვალერი მათიაშვილი საგარეჯოში მომხდარ, ტრაგედიის ღამეს იხსენებს. მან მაღაზიაში შესვლა მოასწრო და ტყვია ფეხში მოხვდა.

"პირველ რიგში ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს. საიდან დავიწყო მართლა არ ვიცი იმდენად შოკისმომგვრელი იყო. ბოლომდე მჯეროდა რომ სიზმარი იქნებოდა. უცბად ატყდა სროლა. ადამიანები უმისამართოდ დარბოდნენ და ყვიროდნენ - დაიმალეთ, დაწექით.

პირველი რაც ვიფიქრე ის იყო, რომ თავშესაფარი უნდა მომეძებნა, შევედი მაღაზიაში და შესვლის მომენტში მომხვდა ფეხში. იმის მერე შენობის უკან ვიყავი გადასული. გარეთ გამოსვლა შეუძლებელი იყო. მალევე პოლიცია მოვიდა და როგორც გაიირკვა, პოლიციელსაც ესროლა.

არ ვიცი რა ლოგიკით, ყველას მიმართ ისროდა. მე პირადად მაგ ადამიანს არ ვიცნობდი და პირად უთანხმოებასაც ვერ დავუკავშირებ. უბრალოდ ყვეალს ესროდა, ვისაც ქუჩაში დაინახავდა. ყველა ცდილობდა, რომ რაღაცას ამოფარებოდა...“, - ამბობს დაშავებული.


შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თავად თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, 49 წლის ნოდარ ათუაშვილი არის. შსს-ს ინფორმაციით, მან თავი მოიკლა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა