თეგებით ძიება

შვილს ემუქრებოდა და შვილმა რომ მოახერხა გაქცევა, გააფრთხილა ხალხი, ფრთხილად იყავით, ისვრისო - რა ვერსიებზე საუბრობენ საგარეჯოში ადგილობრივები?

საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. ცნობილია, რომ ოქროს მოწმე, ნოდარ ათუაშვილი შვილი საბედსიწერო ღამეს მამასთან ერთად იმყოფებოდა.

მეზობლების ვარაუდით, მამა-შვილს ერთმანეთში კონფლიქტი მოუვიდათ, შვილი სახლიდან გაიქცა, ნოდარ ათუაშვილმა კი სროლა მისი მიმართულებით განახორციელა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ გვიან ღამით ნოდარ ათუაშვილის ხმამაღალი საუბარი ესმოდათ, რომელიც შვილს ემუქრებოდა, რის შემდეგაც ბინის ორივე აივანზე მონაცვლეობით გადიოდა და ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდა.

ერთ-ერთი მეზობლის თქმით, ცეცხლსასროლი იარაღის გარდა, იყო ხელყუმბარის აფეთქების ხმაც.

პირველი საათიდან დაიწყო სროლა, ისმოდა სხვადასხვა მხრიდან, მერე უკვე ისმოდა შუა სადარბაზოს ზევითა სართულიდან, ისმოდა ხმაურიც. აქ იყო მერე სპეცრაზმი და ბოლოს ხმა არარ ჰგავდა ავტომატის ხმას, იყო რაღაც აფეთქების ხმა. არაფერს ითოხვდა, არაფერს ყვიროდა, ყველას ესროდა. ინფორმაცია მაქვს, რომ შვილს ემუქრებოდა და შვილმა რომ მოახერხა გაქცევა, გააფრთხილა ხალხი, რომ ფრთხილად იყავით, არ ახვიდეთო, ისვრისო...", - ამბობს მეზობელი.

შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თავად თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, 49 წლის ნოდარ ათუაშვილი არის. შსს-ს ინფორმაციით, მან თავი მოიკლა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.


წყარო: tvpirveli.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა