დრო ცოტაა, სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ - რას ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი?
დრო ცოტაა, სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„კრემლმა უნდა წააგოს. თქვენ ხართ ძლიერი ქვეყნების ძლიერი ხალხი. მოგიწოდებთ, მიიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებმაც შეიძლება წაართვან რუსულ ბოროტებას ნებისმიერი ძალა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.