თეგებით ძიება

ახალგაზრდა კაცი ბანკში შეიჭრა - რა მოხდა კახეთში?

კახეთში, გურჯაანში “საქართველოს ბანკის” ფილიალში უცნობი პირი შეიჭრა.

ამასთან, ადგილობრივების თქმით, დღეს დილით, ახალგაზრდა კაცი, ბანკში შეღწევას ცდილობდა და ფულს ითხოვდა.

ადგილზე ბანკის ფილიალის მენეჯერი, გურამ ცქიტიშვილი იმყოფებოდა, რომელსაც ის ცივი იარაღით დაემუქრა.

მოგვიანებით, თავდამსხმელის გაყვანა დაცვამ მოახერხა. ცქიტიშვილი ამ წუთებში, გურჯაანის რაიონულ პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება. ინციდენტთან დაკავშირებით, ბანკის მმართველი მედიის კითხვებს არ პასუხობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა