თეგებით ძიება

სროლამდე მამა-შვილს შორის იყო დაპირისპირება! ბიჭი ყვიროდა, მამამისს არ მიკარებოდნენ - საგრეჯოს ტრაგედიაზე ახალი დეტალები ვრცელდება

საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო, უკვე რამდენიმე საათია, გამოკითხვაზე იმყოფებიან თავდამსხმელის შვილები და ყოფილი ცოლი. თავდასხმის მოტივთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია გახდა ცნობილი. როგორც ადგილობრივები და თვითმხილველები აცხადებენ, სროლამდე მამა-შვილს შორის იყო დაპირისპირება.

სწორედ ამ გამოკითხვის შემდეგ შესაძლოა გაირკვეს, რა გახდა თავდასხმის მოტივი. ამბის მთავარი თვითმხილველია თავდამსხმელის ერთ-ერთი შვილი, რომელიც სროლის დაწყებისას, მამასთან ერთად სახლში იმყოფებოდა.

ადგილობრივების თქმით, თავდამსხმელის შვილი ბინიდან გამოსვლას რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ ახერხებდა, მას შემდეგ კი, რაც კაცმა თავის მეზობლებს ცეცხლი გაუხსნა, ბიჭმა ბინის დატოვება შეძლო და ყვიროდა, რომ მამამისს არ მიკარებოდნენ, რადგან მას 2000 ვაზნა ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თავად თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, 49 წლის ნოდარ ათუაშვილი არის. შსს-ს ინფორმაციით, მან თავი მოიკლა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა