თეგებით ძიება

ვინ იყო ეგვიპტის ისტორიაში ყველაზე დიადი ფარაონი? - მეცნიერების ახალი აღმოჩენა

3000 წლის წინანდელ ქანდაკებებსა და ნახატებში გამოსახულია სიმპათიური, მომრგვალებული სახის, გამოკვეთილი ცხვირისა და აწეული ლოყების მქონე მამაკაცის სახით, - მეცნიერებმა აღადგინეს რამზეს II-ის სახე, რომელსაც ხშირად ეგვიპტის ისტორიაში ყველაზე დიად ფარაონს უწოდებენ.

1891 წელს აღმოჩენილი მისი მუმია საკმაოდ ცოტა დეტალს შეიცავს. მისი სტრუქტურის გამოყენებით, მეცნიერებმა, ისტორიკოსებმა და მხატვრებმა ფარაონის სახე მრავალჯერ აღადგინეს.

ასე აღდგენილ ზოგიერთ გამოსახულებაში, რამზეს II-ეს ძლიერ კეხიანი ცხვირი აქვს, ზოგშიც არა.

იმის გათვალისწინებით, თუ სად ნახეთ ონლაინ, მრავალგვარად გამოსახავენ ფარაონის თვალებსაც — ზოგან ჩაცვენილს, ზოგანაც გადმოკარკლულს. სხვადასხვაგვარად გამოსახავენ მის სახესაც — მრგვალს და ბრტყელს, გრძელს და თხელს.

ლივერპულის ჯონ მურსის უნივერსიტეტის მკვლევრებმა საკუთარი ძალები ეგვიპტური მუმიების ექსპერტთან და კაიროს უნივერსიტეტის რადიოლოგიის პროფესორთან, საჰარ სალიმთან გააერთიანეს და ფარაონის მუმია „ციფრულად გახსნეს“; შედეგად კი შექმნეს ფარაონის სახის ამ დროისათვის ყველაზე დეტალური გამოსახულება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა