თეგებით ძიება

"დაჭრილებს ესაჭიროებათ დიდი რაოდენობით სისხლი" - საგარეჯოში დაჭრილებს დახმარება სჭირდებათ

საგარეჯოში, ყოფილი სამხედრო პირის მიერ დაჭრილ ადამიანებს, დახმარება სჭირდებათ. როგორც "ნ.კვანტალიანის სახ.სისხლის ბანკი საგარეჯო" სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, საჭიროა დიდი რაოდენობით სისხლი.

"ძვირფასო მეგობრებო !უდიდესი ტრაგედია დატრიალდა ჩვენს საგარეჯოში. დაჭრილებს ესაჭიროებათ სისხლი დიდი რაოდენობით. ჩვენი ბანკი გადადის მუშაობის განსხვავებულ რეჟიმზე. ვიმუშავებთ შაბათს და კვირას. გთხოვთ მობრძანდეთ და გვერდში დავუდგეთ ჩვენს თანამოქალაქეებს", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თავად თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, 49 წლის ნოდარ ათუაშვილი არის. შსს-ს ინფორმაციით, მან თავი მოიკლა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა