თეგებით ძიება

მოხდა თვალის კაკლის მთლიანობის აღდგენა - როგორია საგარეჯოში სროლის შედეგად დაშავებული 18 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა?

საგარეჯოში სროლის შედეგად დაშავებული, 18 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მას თვალის ოპერაცია ჩაუტარდა.

"გამთენიისას შემოყვანილი იქნა 18 წლის ახალგაზრდა თვალის კაკლის ნაფლეთი ჭრილობით და უცხო სხეულის არსებობით. ჩატარდა პირველადი სასწრაფო გადაუდებელი ოპერაცია, მოხდა თვალის კაკლის მთლიანობის აღდგენა. ამჟამად, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია", - აცხადებს ქირურგი ოფთალმოლოგი რევაზ ომიაძე.

შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თავად თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, 49 წლის ნოდარ ათუაშვილი არის. შსს-ს ინფორმაციით, მან თავი მოიკლა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა