სააკაშვილს დეპრესია არ აქვს - რას ამბობს ექსპერტ-ფსიქოლოგი მიხეილ სააკაშვილზე?
ექსპერტ-ფსიქოლოგის, ლიანა ჩოხელის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დეპრესია აქვს.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის საგნობრივი აღქმა სწორი იყო, სიტუაციის აღქმა და ობიექტური გააზრება, გაძნელებული.
„სააკაშვილი იყო მწოლიარე მდგომარეობაში, ფიზიკური ასთენიის გამო არ შეეძლო მას ადგომა და დაჯდომა. მე, როგორც კლინიკურ ფსიქოლოგს მევალებოდა მისი ფსიქიკური ფუნქციების შესწავლა. აღქმა, ყურადღება, მეხსიერება, აზროვნების კვლევა. გამოკვლევა დავიწყეთ აღქმით, საგნობრივი აღქმა სწორი იყო, სიტუაციის აღქმა და ობიექტური გააზრება გაძნელებული. დეზორიენტაცია იყო გამოვლენილი დროში.
ამის შემდეგ ყურადღების კვლევაზე გადავედით. აქტიური ყურადღების, კონცენტრაციისა და გადანაცვლების გაძნელება იყო. ყურადღების კვლევისას, აქტიური ყურადღების კონცენტრაცია და გადანაცვლება გაძნელებულია. ასევე, ადგილი აქვს ფსიქიკურ პროცესს და ინერტულობას, განლევადობას.
ჩვენი ყველა ტესტით, გამოკვლევის მონაცემებით გამოვლინდა გამოსაკვლევი პირის პროდუქტიულობის მნიშვნელოვანი დაქვეითება, სააზროვნო პროცესების გაძნელება, მოტივაციის დაქვეითება, ინტერესთა სფეროს უგულებელყოფა, პასიურობა, ინაქტიურობა, ინტელექტუალურ-შემეცნებით და ემოციური ნებითი სფეროს მკვეთრი დაქვეითება, ამასთან, ასთენიურობა, განლევადობა, რომლებიც მიუთითებენ პიროვნების ფსიქიკის ორგანული ხასიათის მკვეთრ დაქვეითებაზე“,- აღნიშნავს ფსიქოლოგი.