თეგებით ძიება

თუ უკრაინა დაეცემა შემდეგი იქნება საქართველო - რას ამბობს დნიპროს მერი?

დნიპროს მერმა, ბორის ფილატოვმა განაცხადა, რომ თუ უკრაინა დაეცემა შემდეგი იქნება საქართველო. ამის შესახებ მან "ფორმულას“ ეთერში ისაუბრა.

"ოკუპანტები ძირითადად უტევენ კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს, ისინი ესვრიან თბოელექტროსადგურებს, ელექტროტრანსფორმატორებს, რომ დატოვონ ხალხი ზამთარში - სითბოს, წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე, რომ ასე გატეხონ ჩვენი ნება წინააღმდეგობისა და უზარმაზარი ემიგრაციული კრიზისი შექმნან, რომ ადამიანები ევროპაში გაიქცნენ და ევროპამ უარი თქვას უკრაინის დახმარებაზე, მაგრამ მათ არაფერი გამოსდით. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას მომავალშიც.

ჩვენ ყველანი გაერთიანებული ვართ ძალიან გული გვწყდება, რომ ვაკვირდებით საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელ პოლიტიკას. საქართველო დაზიანდა რუსული აგრესიისგან, საქართველო, ასევე, დაზიანდა რუსული ოკუპაციისგან და თუ ჩვენ ვსაუბრობთ საერთოდ რუსეთის მიზანზე, ყველამ უნდა იცოდეს, რომ რუსეთს ერთადერთი მიზანი გააჩნია, აღადგინოს რუსეთის იმპერია. თუ უკრაინა დაეცემა შემდეგი იქნება საქართველო“, - აცხადებს დნიპროს მერი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა