თეგებით ძიება

„მხო­ლოდ და მხო­ლოდ ერთი სი­ტყვა და­მი­სა­ხე­ლა, ეს იყო „სიყ­ვა­რუ­ლი“ - რას ამბობს მიხეილ სააკაშვილზე ექსპერტ-ფსიქოლოგი?

ცენტრ"ემ­პა­თი­ას" ექ­სპერტ-ფსი­ქო­ლო­გი, ლი­ა­ნა ჩო­ხე­ლი ამბობს, რომ ექსპრე­ზი­დენ­ტ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლს ფიქ­სა­ცი­ის უნა­რი და ხან­მოკ­ლე მეხ­სი­ე­რე­ბა დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი აქვს. ამის შე­სა­ხებ ჩოხელმა დღევანდელ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

„45 წუთი გაგ­რძელ­და ჩემი შეხ­ვედ­რა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან. როცა მე მოვ­რჩი ყვე­ლა ტეს­ტით გა­მოკ­ვლე­ვას, 45 წუ­თის შემ­დეგ, ვე­უბ­ნე­ბი მას, რა გახ­სოვს წე­ღან რომ 10 სი­ტყვა წა­გი­კი­თხე-მეთ­ქი, მხო­ლოდ და მხო­ლოდ ერთი სი­ტყვა და­მი­სა­ხე­ლა, ეს იყო „სიყ­ვა­რუ­ლი“ და ერთი იყო ცრუ მო­გო­ნე­ბა. ამ­დე­ნად, დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლია რო­გორც ფიქ­სა­ცი­ის უნა­რი, ისე შე­და­რე­ბით ხან­მოკ­ლე მეხ­სი­ე­რე­ბა და მისი კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი ერ­თით გა­ნი­სა­ზღვრა. ეს საკ­მა­ოდ და­ბა­ლი რი­ცხვია.

მე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ზე მქონ­და ის ინ­ფორ­მა­ცია, როცა ის ჩვე­ნი პრე­ზი­დენ­ტი იყო. ვი­ცო­დი, რომ იყო რო­გორც მა­ღა­ლი ინ­ტე­ლექ­ტის მქო­ნე. ვიც­ნობ­დი მე მას ეკ­რა­ნი­დან და ჟურ­ნალ-გა­ზე­თე­ბი­დან, მეტი არა­ფე­რი ვი­ცო­დი. ახლა რომ ვნა­ხე, დღე და ღა­მე­სა­ვით გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბაა... გა­მო­რი­ცხუ­ლია სი­მუ­ლა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. 5 სხვა­დას­ხვა მე­თო­დით გა­მო­ვიკ­ვლიე, სა­დღაც მა­ინც იჩენ­და თავს. მან წი­ნას­წარ რა იცო­და, რას ვკი­თხავ­დი?!“- გა­ნა­ცხა­და ლი­ა­ნა ჩო­ხელ­მა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა