თეგებით ძიება
20. 01. 2023 სპორტი

ფეხბურთელი, დანი ალვესი დააკავეს

ბრაზილიელი ფეხბურთელი, დანი ალვესი დააკავეს. მას ბრალი ღამის კლუბში მომხდარ ძალადობაში ედება.

წყარო ამბობს, რომ დანი ღამის კლუბში ახალგაზრდა ქალს მიუახლოვდა და მისი თანხმობის გარეშე, საცვლების ქვეშ ხელი შეავლო. დაზარალებულის ჩვენების მიხედვით, როდესაც მან ფეხბურთელისგან თავის დაღწევა მოახერხა, მეგობრებს აცნობა და ღამის კლუბის დაცვასაც გააგებინა, რომლებიც კატალონიის პოლიციას დაუკავშირდნენ.

ალვესის განმარტებით, ღამის კლუბში ნამდვილად იმყოფებოდა, თუმცა ქალს, რომელიც მას უჩივის, საერთოდ არ იცნობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა