მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესები 23 და 27 იანვარს გაიმართება
ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესები 23 და 27 იანვარს გაგრძელდება. მოსამართლე არევაძემ მომდევნო სხდომა 14:00 საათზე ჩანიშნა.
დღევანდელ პროცესზე კი სადაც მესამე პრეზიდენტის სასჯელისგან გათავისუფლების, ან გადავადების შუამდგომლობაზე მსჯელობდნენ, ქართველი მედიკოსები გამოიკითხნენ. სასამართლოს ჩვენება ცენტრ "ემპათიას" ექსპერტებმა მისცეს.