თეგებით ძიება

საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის დროს დაჭრილებიდან ერთ-ერთი კლინიკიდან გაეწერა

საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის დროს დაჭრილებიდან ერთ-ერთი პირი „ჯეოჰოსპიტალსის” საგარეჯოს ფილიალიდან ბინაზე გაეწერა. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა, მამუკა ოთიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ოთიაშვილის თქმით, პაციენტს აღენიშნებოდა ცეცხლნასროლო ნაკვეთი ჭრილობები, მცირე დაზიანებები, რომელსაც კლინიკაში მკურნალობა გაეწია და დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით ბინაზე გაეწერა.

მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე, “ჯეოჰოსპიტალსის” საგარეჯოს ფილიალში რჩება სამი პაციენტი, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

„კლინიკაში ღამის განმავლობაში შემოყვანილი იყო 6 პაციენტი ცეცხლნაკვეთი ჭრილობებით. მათგან ერთ-ერთი [პოლიციელი] გარდაცვლილი იყო. ერთი კი, თბილისის სპეციალიზირებულ კლინიკაშია გადაყვანილი. დანარჩენი ოთხი პაციენტი საგარეჯოს “ჯეოჰოსპიტალში” აგრძელებდა მკურნალობას. ოთხიდან ერთი ამბულატორიულ მკურნალობაზე დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით გაეწერა. სამს გადაუდებელი ოპერაციული მკურნალობა ჩაუტარდა. მათგან ორის მდგომარეობა სტაბილურია. ხოლო ერთი, რომელიც კრიტიკულად მძიმე პაციენტია, ამ ეტაპისთვის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში განაგრძობს მკურნალობას. მდგომარეობა კრიტიკული რჩება, უტარდება შესაბამისი მკურნალობა. დინამიკა ამ ეტაპისთვის უცვლელია. მას ცეცხლნასროლი გამჭოლი ჭრილობები აქვს მუცლის ღრუსა და ბარძაყის მიდამოებში. დანარჩენებს კი, ვისაც ოპერაცია ჩაუტარდა, ქვედა კიდურის ცეცხლნასროლი გამჭოლი ჭრილობები ჰქონდათ”, - განაცხადა ოთიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საგარეჯოშიყოფილმა სამხედრომ საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ცეცხლი გახსნა. მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია. თავდამსხმელმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა