თეგებით ძიება

ხვიჩა კვარაცხელია „სალერნიტანას“ წინააღმდეგ მატჩს გამოტოვებს

საქართველოს ნაკრების შემტევი ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ უახლოეს მატჩს „სალერნიტანას“ წინააღმდეგ გამოტოვებს. ამის შესახებ „ნაპოლის“ თავკაცმა, ლუჩანო სპალეტიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სპალეტის თქმით, კვარაცხელიას კვლავ სიცხე აქვს და ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტებით მკურნალობს.

აღსანიშნავია, რომ კვარაცხელიამ 18 იანვარს იტალიის თასზე „კრემონეზესთან“ 1/8-ფინალური მატჩიც გამოტოვა, რომელშიც „ნაპოლი“ 11-მეტრიანების სერიაში დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა