თეგებით ძიება

ესტონეთის საელჩო საგარეჯოში დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოში ესტონეთის საელჩო საგარეჯოში დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ესტონეთის საელჩოს განცხადებაში.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საგარეჯოში დატრიალებული ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებთ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საგარეჯოშიყოფილმა სამხედრომ საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ცეცხლი გახსნა. მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია. თავდამსხმელმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა