თეგებით ძიება

„ასეთი უბედურება როცა ხდება, ნაომარი კი არა, ვინც გინდა იყოს, არ მართლდება არანაირი პოსტტრამვული თუ ფსიქოლოგიური მდგომარეობით!“ - გიორგი მგალობლიშვილი საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიაზე

ჟურნალისტი, გიორგი მგალობლიშვილი საგარეჯოში დატრიალებულ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს.

„ნაომრობა და ნატოს მისიებში მონაწილეობა, ზოგიერთებს რატომღაც, "ჩესტი" გონიათ, ე.ი. მორჩა, როგორ ვბედავთ დანარჩენები და ან როგორ ვერ მოვუარეთ და ან როგორ ვამტყუნებთ, თუ ეს ნაბრძოლი კაცი ადგა და ვიღაცეები გადაცხრილა...
გასაგებია, რომ ომში, ან ტყვია მოგხვდება, ან კანტუზია დაგემართება, ან ფსიქოზი, ან რამე სხვა; თუ უნაკაწროდ გადაურჩი, მთლად უკეთესი, მაგრამ შენს თვალწინ რომ თანამებრძოლს მოგიკლავენ, ტყვიებისა და ბომბების გრუხუნში, ისევ ისეთივე ვეღარ იქნები და ეს ქვეცნობიერის დონეზე მაინც იმოქმედებს, თუმცა ეს არანაირად არ ამართლებს მერე თუ უცებ გაჭედე და ვიღაცეები დახვრიტე...
ათასობით ომგამოვლილი გვყავს და მეტი ყურადღება, თანადგომა და თუნდაც ფსიქოლოგიური დახმარებაა საჭირო, რაც სახელმწიფოს ვალია...
მაგრამ, ასეთი უბედურება როცა ხდება, ნაომარი კი არა, ვინც გინდა იყოს, არ მართლდება არანაირი პოსტტრამვული თუ ფსიქოლოგიური მდგომარეობით!
აცხონოს ღმერთმა დაღუპულები!“ - წერს მგალობლიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თავად თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, 49 წლის ნოდარ ათუაშვილი არის. შსს-ს ინფორმაციით, მან თავი მოიკლა.

ნაომრობა და ნატოს მისიებში მონაწილეობა, ზოგიერთებს რატომღაც, "ჩესტი" გონიათ, ე.ი. მორჩა, როგორ ვბედავთ დანარჩენები და ან...Опубликовано გიორგი მგალობლიშვილი Пятница, 20 января 2023 г.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა