თეგებით ძიება

„ნამდვილი მეომარი არასდროს ესვრის უიარაღო მოქალაქეს - ეს ზნეობის წესია და ვინც არღვევს ძაღლიც მიაკვდა სულში ყველას!“ - მაკა რაზმაძე

ჟურნალისტი, მაკა რაზმაძე საგარეჯოში დატრიალებულ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს.

„იმისთვის იცავდა სამშობლოს და ხალხს რომ ბოლოს ნაწყენს ისევ ის ხალხი დაეხოცა, ვისაც რომ გეკითხა იცავდა? მეომრობა და სამშობლოს დაცვა უზენაესი ფასეულობაა და ნებაყოფლობითი ვალია ისევე როგორც გმირობა და თავდადება. ნურავის ნურავინ ამადლის თავის ბრძოლას და ნურავინ გაამართლებს ამორალობას მეომრის მძიმე ცხოვრებით !მეომარი ან სულ ხარ ან არასდროს! ნამდვილ მებრძოლს ყველაზე ჰუმანური ბუნება აქვს და იცის მშვიდობის ფასი!ნამდვილი მეომარი არასდროს ესვრის უიარაღო მოქალაქეს - ეს ზნეობის წესია და ვინც არღვევს ძაღლიც მიაკვდა სულში ყველას!
საშინელება მოხდა საგარეჯოში....“ - წერს რაზმაძე.

შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თავად თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, 49 წლის ნოდარ ათუაშვილი არის. შსს-ს ინფორმაციით, მან თავი მოიკლა.

იმისთვის იცავდა სამშობლოს და ხალხს რომ ბოლოს ნაწყენს ისევ ის ხალხი დაეხოცა,ვისაც რომ გეკითხა იცავდა? მეომრობა და...Опубликовано Maka Razmadze Пятница, 20 января 2023 г.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა