თეგებით ძიება

„დარწმუნებული ვარ, თავის დროზე მოსკოვიდან საქართველოში ის პირდაპირი რეისით ჩამოფრინდებოდა“ - დავით ქართველიშვილი გიორგი გახარიაზე

ანალიტიკოსი, დავით ქართველიშვილი ექსპრემიერ, გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთი ფრენებისა და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენით საქართველოს უკრაინაზე მისი პოზიციისთვის ასაჩუქრებს.

„დარწმუნებული ვარ, თავის დროზე მოსკოვიდან საქართველოში ის პირდაპირი რეისით ჩამოფრინდებოდა. არა და, პრინციპიდან - „მეც ისე მინდა დავიტანჯო, როგორც ჩემს თანამემამულეებს მოუწევთ სამომავალოდ ტანჯვა“ - ან ერევნის, ან სტამბულის გავლით ჩამოვიდოდი. მისი აქ ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზანიც, მათ შორის სწორედ დღეს გაკეთებული განცხადებაც იყო: „რუსეთი ასაჩუქრებს საქართველოს უკრაინაზე მისი პოზიციისთვის და ივანიშვილის დეპუტატების განცხადების კვალდაკვალ, რომ ევროკავშირი და ნატო პანაცეა არ არის, სთავაზობს ყველა სახის თანამშრომლობის აღდგენას, დიპლომატიური ურთიერთობის ჩათვლით. ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესების და ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის ღალატი“. ივანიშვილის გვარის ხსენება სიტყვა „ღალატთან“ ერთ წინადადებაში - მისი მხრიდან არა უმადურობის თუ უნამუსობის, არამედ იმ დავალების შესრულების პირდაპირი დასტურია, რისთვისაც ის, სამწუხაროდ, ჩანერგილი იქნა საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში მოსკოვიდან. ის არც პირველია ამ მისიის შემსრულებელთა რიგში, მაგრამ დიდი იმედი გვაქვს - რომ უკანასკნელი. რეალური ღალატის მატარებლის სახელით და გვარით მოხსენიების არანაირი სურვილიც არ გამაჩნია - ამის გარეშეც ყველა კარგად ხვდება, ვისზეა საუბარი“, - წერს ქართველიშვილი.

ქართველიშვილის განცხადებას მოძრაობა „ხალხის ძალა“ აქვეყნებს.

???? დავით ქართველიშვილი გახარიას განცხადებაზე:

???? „დარწმუნებული ვარ, თავის დროზე მოსკოვიდან საქართველოში ის პირდაპირი...Опубликовано ხალხის ძალა / People’s Power Пятница, 20 января 2023 г.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა