თეგებით ძიება

„ვისაც სროლა უნდა და იარაღი, მას ისედაც შეუძლია იარაღი იყიდოს, იქონიოს უკანონოდ. ერთი კი არა, რამდენიმე...“ - თამო კეშელავა

ჟურნალისტი, თამო კეშელავა საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ვისაც სროლა უნდა და იარაღი, მას ისედაც შეუძლია იარაღი იყიდოს, იქონიოს უკანონოდ. ერთი კი არა, რამდენიმე და მას ამაში კანონი ხელს ვერ შეუშლის.
გუშინდელ შემთხვევას არ ვგულისხმობ, ზოგადად, სად გაგიგიათ კრიმინალს ჰქონდეს კანონიერად გაფორმებული იარაღი?
სადმე გინახავთ ქილერს ვერ ეშოვოს იარაღი, იმიტომ რომ აკრძალულია მისი ტარება?
სადმე გინახავთ, ვინმე მიდიოდეს კაცის მოსაკლავად ოფიციალურად გაფორმებული იარაღით? არ ვგულისხმობ აფექტს.
იარაღის ამოღების როდის ეშინია კაცს, თუ მას სიცოცხლე რამედ უღირს? როცა იცის, რომ მეორე მხარესაც ექნება იარაღი.
იარაღის ტარებას უკრძალავენ კანონმორჩილ მოქალაქეებს, თორემ, როდის იყო კრიმინალი კანონს ემორჩილებოდა?
კანონს ვინც ემორჩილება, ის დადის უიარაღოდ.
კი, კრიმინალმა უნდა იცოდეს, რომ შეიძლება კანონმორჩილ მოქალაქესაც ჰქონდეს იარაღი და დაიცვას თავი.
ერთადერთი რაც გართულდება, იქნება ის, რომ გამოძიებას მეტი შრომა მოუწევს თავდაცვის საჭიროების დასადგენად. – ვსაუბრობ ჩვენ ჩამოშლილ საგამოძიებო სისტემაზე, თორემ, ნორმალურად აწყობილ სისტემას არაფერიც არ გაუჭირდება.
და საერთოდ რა არის იარაღი?
განა არ შეიძლება ადამიანი შეშის ნაჭერით მოკლა? ან საწამლავით?
რატომ იკრძალება ის იარაღი, რომელიც ყველაზე ეფექტურია თავდასაცავად?
ისრაელი რომ მოგყავთ ხოლმე მაგალითად, იქაც მხოლოდ კრიმინალებს აქვთ იარაღი, თუ იცით?
ჩემი ხმა ცეცხლსასროლი იარაღის ქონის უფლებას!
ჩემი ხმა თანაბარ უფლებებს და თავის, სიცოცხლის, ოჯახის, ოკუპირებული ქვეყნის მიწის დაცვის უფლებას!“ - წერს კეშელავა.

შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თავად თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, 49 წლის ნოდარ ათუაშვილი არის. შსს-ს ინფორმაციით, მან თავი მოიკლა.

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ვისაც სროლა უნდა და იარაღი, მას ისედაც შეუძლია იარაღი იყიდოს, იქონიოს უკანონოდ. ერთი კი...Опубликовано თამო კეშა Пятница, 20 января 2023 г.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა