საგარეჯოში მომხდარი სასტიკი დანაშაულის სავარაუდო მოტივი სახელდება
საგარეჯოში, სასტიკი დანაშაულის ჩადენის სავარაუდო მოტივი სახელდება. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელ, ნოდარ ათუაშვილს ერთ-ერთ მოკლულთან კონფლიქტი ჰქონდა. ინფორმაციას ამის შესახებ „რუსთავი 2“ ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თავად თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, 49 წლის ნოდარ ათუაშვილი არის. შსს-ს ინფორმაციით, მან თავი მოიკლა.