"ძალიან არ მინდოდა ასეთი პოსტის დაწერა, მაგრამ..." - რას წერს გივიკო დიდია?
ვლოგერი, გივიკო დიდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რითაც საგარეჯოში, 20 იანვარს მომხდარ თავდასხმას ეხმაურება, რომლის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა.
"დღეს პოზიტივი ვერ იქნება სამწუხაროდ ...
ძალიან არ მინდოდა ასეთი პოსტის დაწერა , მაგრამ საშინელი დღეა ! ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ვცხოვრობთ ...
ვცდილობ ხოლმე თავი ავარიდო ამდენ უბედურებას . ცუდი ინფორმაცია არ მივიღო , მაგრამ არ გამომდის . ყველაზე მძიმე კი ის არის , რომ განადგურებულ ადამიანებს , ვერაფრით ანუგეშებ ასეთ დროს ...
გაუფრთხილდით ერთმანეთს ... გიყვარდეთ და დააფასეთ . მერე გვიანი , რომ აღარ იყოს ! გახსოვდეთ , სიტყვას და სურვილებს დიდი ძალა აქვს ...
სიყვარულით გივიკო", - წერს გივიკო დიდია.