თეგებით ძიება

"საგარეჯის ტრაგედიას ყველა სათავისოდ იყენებს. ზოგმა კოვიდის აცრამ აურიაო ტვინი... ქვეყანაში ფსიქოზის, ტერორის, უიმედობის და სიკვდილის ატმოსფეროა შექმნილი" - სოლომონ ნერგაძე

იტალიაში მოღვაწე, მოლეკულური ბიოლოგიის ასოცირებული პროფესორი, სოლომონ ნერგაძე საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას და ზოგადად, საქართველოში არსებულ მდგომარეობას სოცილიალურ ქსელში აფასებს.

"მტკივა და რომ არ ვთქვა არ შემიძლია:
საგარეჯის ტრაგედიას ყველა სათავისოდ იყენებს. ზოგმა კოვიდის აცრამ აურიაო ტვინი... ზოგმა პრემიერის ბრალიაო, ზოგმა მესამე პრეზიდენტს რომ კლავენ, იმის ბრალიაო...
არავის არ უთქვამს და ამას მე ვიტყვი:
ქვეყანაში ფსიქოზის, ტერორის, უიმედობის და სიკვდილის ატმოსფეროა შექმნილი.
ყველას ფსიქოლოგია ვერ უძლებს.
ღმერთმა დამიფაროს მკვლელის გამართლებისგან - მის შესახებ ყველაზე ნორმალურად და დამაფიქრებლად დათო ახრახაძემ დაწერა.
ნახეთ ტელევიზიები როგორ გადმოსცემდნენ?!...
ამ უწიგნურ, უვიც, გონებაჩლუნგ არსებებს ხელში მიკროფონები რომ უკავიათ, ჟურნალისტობისა სცხიათ, რამე...
ნეხეთ ტელეგადაცემების ე.წ. "ქუდი" როგორია აქვთ, იმ უწიგნური ვაი-ჟურნალისტების ტელევიზიებს?! (სიკვდლილი, აფეთქება, ვერტმფრენის ჩამოვარდნის კადრები).
ვინმეს გგონიათ, ეს საზოგადოებაში ფსიქოზს არ აღვივებს?!...
მთავრობა-ხელისუფლებას მივმართვ:
თუ არ სეგიძლიათ ქვეყანაში ნორმალური სიტუაცია დაამყაროთ, თუ ვერ შეგიძლიათ ხალხის მტრები, სიცრუის და ბოროტების გამავრცელებლები, ცისლისმწამებლები ალაგმოთ, წადით!...
წადით!...
მოვლენ სხვები, ვინც შეძლებენ ან, უკიდურეს შემთხვევაში ცოცხებს გაგიყრით!
P.S.: რამდენიმე ძალიან ახლობელმა და ძვირფასმა ადამიანმა მისაყვედურა - ლექსიკა გაქვსო მიუღებელი.
რა სახელი დავარქვა მათ ვინც ქვეყანა გამიყიდა, თბილისი გადამიწვა, სამეგრელო ამიოხრა, ნოდიას ბიჭს რომ ცოცხალს მოაჭრა ხელი, დედის წინ შვილი დამიხვრიტა?!...
ახლა ცოტა უფრო ახალი მომხდარიც და მათი მოსახლეობამდე მომტანებიცა ვთქვათ:
სად არიან ისინი, ვინც იმ საშინელი ტრაგედიას - ვერტმფრენის ჩამოვარდნა - აშუქებდნენ და აკომენტარებდნენ?!....
დღესაც გჯერათ, რომ ვერტმფრენიდნ ქალის განწირული კივილის ხმა აღწევდა, როგორც ეს ტელევიზიებმა აჩვენეს.
რა იყო ეს?!
იმ ვიღაცამ ხომ იმ საშინელ კადრებს ქალის განწირული ხმა დაადო?!... ვერ მიხვდნენ თუ არ მიხვდნენ და რაც უნდოდათ იმას ამბობდნენ?!
რა ვუწოდო ამის მომქმედს?!
ვინმეს გახსოვთ ეს ტრაგედია?!...
არ, მეგობრებო, აღარ გვახსოვს - მხოლოდ მათ ოჯახებს და ახლობლებს.
სალოსის ქუჩაზე მოკლული სპეცრაზმელის სახელი და გვარი თუ მაინც გახსოვთ ვინმეს?!...
არ გვახსოვს. ახსოვს მის ოჯახს და გამწარებულ ცოლს და ორ ობოლს...
ჩვენ?!... ჩვენ არა, არ გვახსოვს. სამაგიეროდ...
შარშან ამხანაგების გადასარჩენად დაღუპული გოგონა ვის გახსოვთო, არ ვიკითხავ.
უბრალაოდ შეგახსენებთ "ქართულ" გლოვას და ტკივილის გაზიარების უნარს, ამასაც "ქართულს":
იმ შემზარავ წუთებში და დღეებში გაივსო ინტერნეტი იდეებით - როგორი ძეგლი დ სად უნდა დავუდგათ, რომ ციხეში უნდა წავიდეს კალაძე. აუცილებლად უნდა წავიდეს.
შეიძლება არ დამიჯეროთ - ჩვენ ვტიროდით ამ დიდგულიან, ყველაზე მაგარ გოგოს, ოჯახის და ქვეყნის დიდ ტკივილს ვიზიარებდით.
იმ დღეების სატელევიზიო ქრონიკები უნდა გახსოვდეთ - თუ ისინი ნორმალური ჟურნალისტების მიერაა მომზადებულ-გადმოცემული და, მაშინ ჩამქოლეთ.
გავაგრძელო?!...
კიდევ რამდენი მაგალითი უნდა მოვიტანო, ჩემს მიერ ზემოთნათქვამის დასტურად?!...
ერთსაც გაგახსენებთ: როცა იარაღის დაკანონებაზე მიდიოდა კამათი (მე წინააღმდეგი ვიყავი, ვარ და ვიქნები ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ასე, "უპრაგონოდ" დაკანონებისა), ერთი "დიდებული ქართველი ვაჟკაცი" (ღოი და სულით მშიშარა-თქო, კინაღამ წამომცდა), გემახსოვრებათ, როგორ იჭიმებოდა პარლამენტში - "მე ქართველი ვარ და ქართველი კაცი უიარაღოდ წარმოუდგენელია"-ო. (ბოდიშს გიხდით, ზეპირი ციტირებისა და შესაძლო შეცდომისთვის).
იმნაირებმა მიიღეს კანონი იარაღის შესახებ. შედეგები ძნელი დასანახავია!?
მისნაირებს, რა დავუძახო?!
მითხარით და ზუსტად იმას ვიტყვი.
P.P.S.: ცალკე საკითხია ტელეეკრანებიდან მოსმენილი ქართული...
ცალკე საკითხია, ტელეეკრანებზე მოსმენილი გადმოცემის მანერა...
ამ ორ საკითხს, მომავალში, კიდევ ერთ პუბლიკაციას მივუძღვნი.
ახლა კი, მოკლედ ვიტყვი: ტელეჟურნალისტებს ამზადებენ უნივერსიტეტები. უნივერსიტეტებმა, როგორც ჩანს, გააუქმეს ქართული ენის ლექციები.
გააუქმეს, ესეც ჩანს, მეტყველების თუ სწორეტყველების ლექციები.
გული მიკვდება იმაზე, რაც საგარეჯოში მოხდა. უდანაშაულო ადამიანების სიკვდილი და ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის საკუთარი სიცოცხლის შეგნებულად შემწირველი ბიჭი, ოთარ ღვინაშვილი...
გვემახსოვრება კი ცოტა ხნის შემდეგ?!
ნათელში იყვნენ!...
მესროლეთ, კი ბატონო, მესროლეთ, მაგრამ მითხარით, თქვენ როგორ იტყოდით (პირადშიც მომწერეს ახლობლებმა...). მასწავლეთ, რა ვუწოდო და მერე მესროლეთ!", - წერს ნერგაძე.

შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თავად თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, 49 წლის ნოდარ ათუაშვილი არის. შსს-ს ინფორმაციით, მან თავი მოიკლა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა