თეგებით ძიება

ქართველ ექიმებს ოპერაციის დროს მაკრატელი პაციენტის მუცელში დარჩათ - 22 წლის გოგოს მაკრატლის ამოღების ოპერაცია 3 თვის შემდეგ გაუკეთდა

22 წლის ონკოპაციენტს თბილისში, ოპერაციისას მაკრატელი მუცლის ღრუში ჩაუტოვეს. მას ხელახალი ოპერაცია უკვე რუსთავში, მარდალეიშვილის კლინიკაში 3 თვის შემდეგ გაუკეთეს და მაკრატელი ამოუღეს. ინფორმაციას "ინფორუსთავი" ავრცელებს.

პაციენტის მეუღლის თქმით, ქალს ოპერაცია თბილისში, მარდალეიშვილის სახელობის კლინიკაში ჩაუტარდა.

როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, 22 წლის გოგოს მაკრატელი მუცელში 3 თვის განმავლობაში ჰქონდა. მათი თქმით, ამ ხნის განმავლობაში, ქალს ტკივილები აწუხებდა, თუმცა მიზეზის დადგენა მხოლოდ და მხოლოდ დღეს, ნიუ ჰოსპიტალში ჩატარებული კვლევების შედეგად მოხერხდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა