თეგებით ძიება
21. 01. 2023 მსოფლიო

ყველაზე მთავარია, უკრაინამ იარაღი მაქსიმალურად სწრაფად მიიღოს - რას ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი?

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის პარტნიორების მიერ გაწეულ სამხედრო მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა, რომ ყველაზე მთავარია, უკრაინამ იარაღი მაქსიმალურად სწრაფად მიიღოს.

„ჩვენი პარტნიორები პრინციპულები არიან, ისინი უკრაინას მხარს დაუჭერენ იმდენი ხანს, რამდენიც საჭიროა გამარჯვებისთვის. დიახ, ჩვენ კიდევ მოგვიწევს ბრძოლა თანამედროვე ტანკების მისაღებად, მაგრამ ყოველდღე უფრო ნათელი ხდება, რომ ტანკების შესახებ გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა იყოს მიღებული“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, აშშ-მ უკრაინას $2,5 მილიარდის სამხედრო დახმარება გამოუყო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა