თეგებით ძიება

ვინ არის თელავში, ავარიის შედეგად დაღუპული ბიჭი?

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდა, გიორგი ჩუბინაშვილია.

ის 27 დეკემბერს თელავში, ავარიით გარდაცვლილი სამი ახალგაზრდის უბნელი და მეგობარია.

"ორი ბიჭის დაღუპვა არ გაგვნელებია ჯერ და გუშინწინ ღამით, იმ მანქანაში მყოფი მესამე დაიღუპა, წუხელ გიორგიც ავარიაში მოყვა და ისევ თავზარი დაგვეცა. რა ხდება ჩვენს უბანში და ჩვენს თავს, თითქოს ცუდ სიზმარში ვართ. რომელი დედა და ოჯახი ვანუგეშოთ, აღარ ვიცით. გათენების გვეშინია"- ამბობენ გარდაცვლილის მეზობლები.

ავტოსაგზაო შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში, 21 იანვრის ღამეს მოხდა.

მსუბუქი ავტომანქანა , რომელშიც ორი მგზავრი იჯდა, ხევში გადავარდა. ერთი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, მეორე კი დაშავდა.


წყარო - "პრაიმტაიმი"


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა