გართულება ამ ეტაპზე არ არის - როგორია საგარეჯოში სროლის შედეგად დაშავებული 18 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა?
საგარეჯოში სროლის შედეგად დაშავებული, 18 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ექმის თქმით, პაციენტს გართულება ამ ეტაპზე არ აღენიშნება.
"პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ერთ საათში გაეწერება ბინაზე მედიკამენტური მკურნალობით. მძიმე ტრავმა იყო. გართულება ამ ეტაპზე არ არის. დანარჩენს დრო გვიჩვენებს. პაციენტს თვალი არ დაუკარგავს“, - განაცხადა ექიმმა.
შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თავად თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, 49 წლის ნოდარ ათუაშვილი არის. შსს-ს ინფორმაციით, მან თავი მოიკლა.