თეგებით ძიება

"გმირი კაცი მყავდა, 2 დღის წინ ომის ამბებს უყვებოდა შვილს, დაჭრილი ბიჭები თავისი ხელით როგორ გამოიყვანა" - რას ამბობს საგარეჯოში მოკლული პოლიციელის ცოლი? (ვიდეო)

საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის დროს დაღუპული პოლიციელის ოჯახი იხსენებს, რომ მოკლული პოლიციელი თავის შვილებს რამდენიმე დღის წინ ომში დაჭრილი მეგობრების შესახებ უყვებოდა, რომელიც თავად გადაარჩინა.

"ძალიან კეთილი ბავშვი იყო თავიდანვე, ძალიან მამაცი. მამაც ომის ვეტერანი იყო, ესეც. კიდე სხვისი სიცოცხლე იხსნა. მადლობელი ვარ უფლისა, რომ გმირი ქმარი და შვილი მყავდა. არ ხარ შენ მკვდარი შვილი, არ დაგკარგავს შენ არც ღმერთი და არც ქვეყანა. გმირებს ქვეყანა არ კარგავს შვილი".- ამბობს გარდაცვლილი ოთარ ღვითაშვილის დედა.

"გმირი კაცი მყავდა, გმირი მამა იყო. თავის შვილსაც ჩვევა-დარიგებებს აძლევდა 2 დღის უკან ომის ამბებს უყვებოდა, თავისი ბიჭები როგორ გამოიყვანა დაჭრილები თავისი ხელით. მამა-შვილი ერთად ტიროდნენ, ორი შვილი, ერთი ბიჭი ერთი გოგო", - ამბობს ოთარ ღვინაშვილის ცოლი.


შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თავად თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, 49 წლის ნოდარ ათუაშვილი არის. შსს-ს ინფორმაციით, მან თავი მოიკლა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა