თეგებით ძიება

ძაღლსაც ესროლა, მიცვალებულებიც ვერ გაჰყავდათ.. შეშინებული ბავშვები იატაკზე დავაწვინე - რას იხსენებენ ადგილობრივები საგარეჯოს ტრაგედიაზე?

20 იანვარს საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას ადგილობრივები იხსენებენ და ყვებიან, რომ თავდამსხმელმა ძაღლსაც კი ესროლა.

"პირველის 10 წუთზე უკვე გვამი იყო. რამდენი ვინმე მივიდა მისახმარებლად, ყველა ადგილზე მოკლა. ბავშვები იატაკზე დავაწვინე შეშინებულები. მიცვალებულებიც ვერ გაჰყავდათ. კინოშიც ვერ ნახავდით მსგავს კადრს. ძაღლს ესროლა, ფოთოლი ტოკდებოდა, იმასაც ესროლა. გამარჯობით ვიცნობდი, არავისთან კონფლიქტი არ ჰქონია ჩუმად დაიპარებოდა თავდახრილი",- ყვებიან ადგილობრივები "მთავარ არხთან".

შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თავად თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, 49 წლის ნოდარ ათუაშვილი არის. შსს-ს ინფორმაციით, მან თავი მოიკლა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა