თეგებით ძიება

ეტყობა გადაიღალა პერსონალი... - რას ამბობენ კლინიკაში, სადაც 22 წლის გოგოს ოპერაციისას მაკრატელი ჩაუტოვეს?

სამედიცინო დირექტორის, გიორგი ლოლაძის განცხადებით, 22 წლის გოგოს გუშინდელმა ოპერაციამ, რომელიც მუცლის ღრუდან მაკრატლის ამოსაღებად ჩაუტარდა, კარგად ჩაიარა და ის თავს სტაბილურად გრძნობს.

"ოპერაციამ საბედნიეროდ ძალიან კარგად ჩაიარა. ცოტა ხანში შეიყვანენ ოჯახის წევრებს და აჩვენებენ პაციენტს. იმედი მაქვს, რომ მალე გავწერთ ბინაზე. რაც მოხდა ძალიან ცუდია, არავითარი გამართლება არ გვაქვს კლინიკას, მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკურად ხდება და ათას შემთხვევაში ერთი არის ხოლმე ასეთი უცხო სხეულის დატოვება ხანგრძლივი ოპერაციის დროს. ძალიან დიდი ოპერაცია გაუკეთდა პაციენტს 3 თვის წინ, 9 საათზე მეტხანს გრძელდებოდა. ეტყობა გადაიღალა პერსონალი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არანაირი გამართლება არ არის, ერთ-ერთი საუკეთესო კლინიკა ვართ და არ უნდა ხდებოდეს ჩვენს კლინიკაში ასეთი რაღაცა. ახლა ცოტა მამშვიდებს ის ფაქტი, რომ პაციენტის მდგომარეობა ნორმალურია. ძალიან კარგია, რომ არავითარი სხვა გართულება არ ყოფილა, იყო შეხორცებითი გაუვალობა, რაც გამწვეული იყო იმ ოპერაციის დიდი მასშტაბით, რაც მას ჩაუტარდა 3 თვის წინ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი შემთხვევები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი მომავალში.", - აცხადებს გიორგი ლოლაძე.

შეგახსენებთ, 22 წლის ონკოპაციენტს თბილისში, ოპერაციისას მაკრატელი მუცლის ღრუში ჩაუტოვეს. მას ხელახალი ოპერაცია უკვე რუსთავში, მარდალეიშვილის კლინიკაში 3 თვის შემდეგ გაუკეთეს და მაკრატელი ამოუღეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა