თეგებით ძიება

იყო აგვისტოს ომის გმირი...ახლა ყველა ისვრის ქვას, მკვლელი არის საზოგადოება - რას ყვება ნაცნობი კაცის შესახებ, რომელმაც საგარეჯოში სასაკლაო მოაწყო?

საგარეჯოში თავდასხმა, რომელსაც 5 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ყოფილმა სამხედრომ მოაწყო. ნოდარ ათუაშვილის შესახებ მედიასთან მისი ახლობლები ყვებიან და აცხადებენ, რომ ის აგვისტოს ომის გმირი იყო.

როგორც ირკვევა ჯარში მსახურობისას მაღალი ჩინის მქონე სამხედრო თადარიგის ოფიცრად ჩამოაქვეითეს. ათუაშვილის ნაცნობები ამბობენ, რომ ყოფილ სამხედროს ფსიქოლოგიური პრობლემები სწორედ ამის შემდეგ დაეწყო.

"იგი იყო გმირად წოდებული, ჰქონდა გმირობის მედლები, რომელიც იბრძოდა 2008 წლის ომში, იყო ბაგრამის ბაზაზე, ძალიან კარგად იციან მეზობლებმა ყველაფერი. ადამიანი, რომელიც სამსახურში არის და რომელიც გადავა თადარიგში, რომელიც უარყოფილია საზოგადოებისგან, უარყოფილია ოჯახისგან, უარყოფილია მეზობლებისგან. მე ის მიცვალებულები მეცოდება და ის დედები მტკივა, რომელთაც უდანაშაულო შვილები საზოგადოების განაჩენს შეეწირნენ. დავინახე ის, რომ ბავშვი წაიქცა, მოლარე იოლის, დავინახე, რომ წაიქცა ვალერი, დავინახე, რომ გადაეფარა პოლიციელი, რომელიც არის გმირი. როცა ასეთი პიროვნება ჩაკეტილია, როცა უარყოფილია ყველასგან, ექნებოდა, რა თქმა უნდა, პიროვნული რაღაც ხო. მეზობლებმა იციან ყველაფერი, იმიტომ რომ ეს იქ მოხდა. 5 წელი რომ ადამიანი შენს კორპუსში ცხოვრობს, აქვს ურთიერთობა, ახლა ყველა ისვრის ქვას, მკვლელი არის საზოგადოება. ეს ბავშვები შეიწირა საზოგადოებამ, საგარეჯოს საზოგადოებამ", - ამბობს ათუაშვილის ნაცნობი.

შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თავად თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, 49 წლის ნოდარ ათუაშვილი არის. შსს-ს ინფორმაციით, მან თავი მოიკლა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.


წყარო: tvpirveli.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა