ვერაფრით ვეგუები ამ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც აღმოჩნდა ჩემი შვილი... - რას ამბობს გიული ალასანია?
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია აცხადებს, რომ მისი შვილი ისევ ძალიან სუსტად არის.
"ისევ სუსტად არის, როგორც ყოველთვის, სიცხეებიც გრძელდება და ყველაფერი უბედურება, რაც სჭირს გრძელდება სამწუხაროდ. ყველაფერია შესაძლებელი, როდესაც ადამიანს ორგანიზმში აქვს საწამლავი, ეს ხომ ცხადია. მე ვერაფრით ვეგუები ამ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც აღმოჩნდა ჩემი შვილი, იმიტომ, რომ ეს წარმოუდგენელია. ეს სიბოროტეა ერთი მხრივ და უნიათობა მეორე მხრივ. მე უბრალოდ არც კი მჯერა , რომ ასეთი რამ შესაძლებელი იყო. ადამიანი, რომელმაც მთელ მსოფლიოს გააცნო საქართველო და გააცნო კარგი მხრიდან და ყველაფერი იყო საამაყო ჩვენთვის, ყველასთვის ის წლები. იმ წლებს გადაარქვეს სახელი, სისხლიანი წლები დაარქვეს. რაღაც მარაზმში ვართ", - ამბობს ალასანია.