რატომ გააგდეს თითქმის ყველა შიდა თუ საგარეო ომების წარმატებული მონაწილე, ათუაშვილი თავდაცვის სამინისტროდან? - რას ამბობს შალვა ნათელაშვილი?
"ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.
"მაინტერესებს რატომ გააგდეს თითქმის ყველა შიდა თუ საგარეო ომების წარმატებული მონაწილე ათუაშვილი თავდაცვის სამინისტროდან, რის გამოც ის ჩამოყალიბდა ფსიქოპატ-- მკვლელად და რატომ დანიშნეს თავდაცვის მინისტრად ივანიშვილის ბანკში გაზრდილი ჯუანშერი? რომელსაც ჯარშიც კი არ უმსახურია. არის თუ არა 5 მოკლული ვაჟკაცის სისხლში მონაწილე ხელისუფლების დანაშულებრივი საკადრო პოლიტიკა?“, - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თავად თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, 49 წლის ნოდარ ათუაშვილი არის. შსს-ს ინფორმაციით, მან თავი მოიკლა.