თეგებით ძიება

ყოველი დაგვიანებული დღე უკრაინელების სიკვდილის ტოლფასია - რას წერს მიხაილო პოდოლიაკი?

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის პირველი მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი წერს, რომ უკრაინისთვის აუცილებელია იარაღი და ყოველი დაგვიანებული დღე უკრაინელების სიკვდილის ტოლფასია.

"თქვენ მაინც დაეხმარებით უკრაინას საჭირო იარაღით და გააცნობიერებთ, რომ ომის დასრულების სხვა გზა, რუსეთის ფედერაციის დამარცხების გარდა, არ არსებობს. მაგრამ დღევანდელი გადაუწყვეტლობა კიდევ უფრო მეტ ჩვენს ხალხს კლავს. ყოველი დაგვიანებული დღე უკრაინელების სიკვდილის ტოლფასია. უფრო სწრაფად იფიქრეთ", - წერს პოდოლიაკი.

ცნობისთვის, 20 იანვარს რამშტაინის სამიტზე უკრაინისთვის Leopard-ის ტანკების მიწოდებაზე ვერ შეთანხმდნენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა